იტალიაში, კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა

იტალიაში, ახალი კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ადგილობრივი სამოქალაქო დაცვის დეპარტამენტი იტყობინება.

9 ადამიანი გარდაიცვალა ლომბარდიაში, კიდევ 2 – ვენეტოს პროვინციაში. ვირუსის მსხვერპლები ძირითადად ასაკოვანი ადამიანები არიან, რომელთა ორგანიზმებიც სხვა პათოლოგიების გამო დასუსტებული იყო.

მთლიანობაში, იტალიაში, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 300-ს გადააჭარბა. ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირებულია ლომბარდიაში, (240), ვენეტოში – 42, ემილი-რომანში – 26.

აქამდე ინფორმაცია ვრცელდებოდა სამი დაღუპულისა და 209 ინფიცირებულის შესახებ. იტალიაში, ახალი კორონავირუსის გავრცელების ფონზე, დაკეტილია თეატრები, მუზეუმები, ბიბლიოთეკები, გალერეები და აგრეთვე გაუქმებულია ვენეციის კარნავალის ბოლო დღეები.

2019-nCoV ტიპის ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 81 005 ადამიანი შეადგინა. ვირუსის შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა კი 2 762-მდე გაიზარდა. ამის შესახებ შესაბამისს მონაცემებს ჩინეთის ჯანდაცვის ნაციონალური კომისია ავრცელებს.

დაღუპულთაგან თითქმის ყველა ჩინეთის ტერიტორიაზე გარდაიცვალა, ხოლო რაც შეეხება დანარჩენს – 2 მათგანი ჰონგ-კონგში დაიღუპა, 1 – ფილიპინებზე, 1 – იაპონიაში, 1 – ტაივანში, 1 – საფრანგეთში, 3 – საკრუიზო ლაინერ Diamond Princess-ზე, 11 – იტალიაში, 12 – სამხრეთ კორეაში, 16 – ირანში.

საერთო ჯამში ახალი კორონავირუსისგან 30 109 პაციენტი განიკურნა.

ახალი ტიპის კორონავირუსმა, 2019 წლის დეკემბერში, ჩინეთის ქალაქ უხანში იფეთქა. უხანი კი პროვინცია ხუბეის ეკუთვნის. შემდეგ ვირუსის შემთხვევები აგრეთვე დაფიქსირდა ჩინეთის ყველა რეგიონში, იაპონიაში, სინგაპურში, ტაილანდში, აშშ-ში, კანადაში, საფრანგეთში, რუსეთში და კიდევ სხვა ქვეყნებში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად