იტალიაში, კორონავირუსის გამო დაკეტილი “წითელი ზონა” (ფოტორეპორტაჟი)

ევროპაში, ახალი კორონავირუსის უმსხვილესი აფეთქება იტალიაში მოხდა. 28 თებერვლისთვის იქ, კორონავირუსით 650 ადამიანია დაინფიცირებული.

ქვეყნის ხელისუფლებამ, გადაადგილების შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილება თებერვლის ბოლოს მიიღო, მას მერე, რაც ახალმა კორონავირუსმა, ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში სწრაფად დაიწყო გავრცელება. 28 თებერვლისთვის, იტალიაში, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 650 ადამიანი შეადგინა, ყველაზე მეტი პაციენტი ლომბარდიისა და ვენეტოს რეგიონში დაფიქსირდა.

ლომბარდიაში გაკეთდა ე.წ. წითელი ზონა, რომელიც კარანტინზეა დაკეტილი. მასში 10 ქალაქი შედის, რომლებშიც დაახლოებით 50 000 ადამიანი ცხოვრობს. მოსახლეობას აკრძალული აქვს ტერიტორიის დატოვება. კარანტინზეა აგრეთვე ვენეტოს ერთ-ერთი ქალაქი. ზონას პოლიცია და სამხედროები აკონტროლებენ. წესების დარღვევების შემთხვევაში, დაწესებულია ჯარიმები და თავისუფლების აღკვეთა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად