იტალიაში, ხვალიდან, შეზღუდვების შემსუბუქების მორიგი ეტაპი იწყება

პორტალი repubblica განვლილი 24 საათის კორონავირუსთან დაკავშირებულ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს

განვლილ 24 საათში იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 318 შემთხვევა დაფიქსირდა, წინა დღესთან შედარებით 140-ით მეტი.

სულ, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, იტალიაში ოფიციალურად დადასტურდა ინფიცირების 233 515 შემთხვევა.

განვლილ 24 საათში იტალიაში კორონავირუსით 55 კაცი გარდაიცვალა, 5-ით ნაკლები, ვიდრე წინა დღეს.

სულ, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, იტალიაში კორონავირუსით გარდაიცვალა 33 530 კაცი.

ჰოსპიტალიზირებულთა რაოდენობა 5 916 (გუშინ – 6 099), ხოლო ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფი პაციენტების რაოდენობა 408-მდეა (გუშინ – 424) შემცირებული.

განკურნებულთა რაოდენობა გაიზარდა160 092-მდე, რაც ინფიცირებულთა მთლიანი რაოდენობის 68,56%-ია.

ხვალიდან, იტალიაში შეზღუდვების შემსუბუქების მორიგი ეტაპი იწყება. უქმდება რეგიონებს შორის გადაადგილებაზე აკრძალვა და იტალიელებს შეეძლებათ ქვეყნის ერთი ბოლოდან მეორემდე გადაადგილება.

ძალაში რჩება და იტალიელებს კვლავაც მოეთხოვებათ სოციალური დისტანციის დაცვის, ტრანსპორტში და დახურულ სივრცეებში სამედიცინო ნიღბის ტარების მოთხოვნა. 37,5 გრადუსზე მეტი ტემპერატურის მქონე პირები კვლავ დაექვემდებარებიან კარანტინში ყოფნას.

ღია სივრცეებში გამართულ შოუზე დასწრება მაქსიმუმ 100 კაცს შეეძლება, ხოლო დახურლ სივრცეში ერდროულად მაქსიმუმ 200 კაცი შეიძლება დაესწროს.

ძალაში რჩება რეკომენდაცია იმის შესახებ, რომ ქუჩაში შეხვედრის დროს ერთმანეთს არ მოეხვიონ და არ გადაკოცნონ.

ძალაში რჩება ტრანსპორტზე დაწესებული ზოგიერთი შეზღუდვა და ავტომობილით ერთდროულად მძღოლს და უკანა სავარძელზე მხოლოდ ერთ მგზავრს შეეძლება. მძღოლის გვერდით მგზავრის ყოფნა დასაშვებია ოჯახის წევრების და ერთად თანამცხოვრები პირებისთვის.

მოტოციკლის მძღოლს შეუძლია უკან შემოისვას მხოლოდ ოჯახის წევრი ან მასთან ერთად იმავე სახლში მცხოვრები პირი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად