იტალიაში ხაბაზმა 44 000 ევროს საფასურის დენი მოიპარა

იტალიაში, ნეაპოლის პროვინციის ქალაქ კასორიაში, ხაბაზმა 44 000 ევროს ღირებულების დენი მოიპარა.

29 წლის საცხობის მეპატრონეს საცხობი ღუმელში მაგნიტი იმგვარად ჰქონდა მოთავსებული, რომ გახარჯული ელექტროენერგიის მხოლოდ მცირე ნაწილის დაფიქსირება ხდებოდა მრიცხველზე. მას შემდეგ, რაც სპეციალისტების მიერ მოპარული ელექტროენერგია დაახლოებით 44 000 ევროდ შეფასდა, მოსამართლემ მას 8 თვით პირობითი სასჯელი შეუფარდა.

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად