იტალიაში, კაცი ძაღლის გადასარჩენად მდინარეში გადახტა, შემდეგ კი მაშველს ორივე ერთად ელოდა

იტალიაში, კაცი ძაღლის გადასარჩენად მდინარეში გადახტა, შემდეგ კი მაშველს ორივე ერთად ელოდა. შემთხვევა გუშინ, 2 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევარში, ფრიული-ვენეცია-ჯულიას რეგიონში, პორდენონეს პროვინციაში მდებარე მუნიციპალიტეტ ვიტო დ’აზიოში მოხდა.

მამაკაცმა შენიშნა, რომ მდინარე არზინოში მოხვედრილ ძაღლს სწრაფ დინებასთან და ტალღებთან გასამკლავებლად ძალა აღარ ჰყოფნიდა და დასაღუპად იყო განწირული. მან ტანზე გაიხადა, ცივ მდინარეში გადაეშვა და ძაღლთან მიცურდა, მაგრამ მისთვის მაშინვე ცხადი გახდა, რომ ნაპირზე მასთან ერთად გამოსვლას ვერ შეძლებდა. მამაკაცმა შეძლო ჯერ ჩაჭიდებოდა მდინარეში არსებულ ლოდს, შემდეგ კი ძაღლთან ერთად მასზე ასულიყო და მაშველებს იქ დალოდებოდა.

საღამოს, შებინდებამდე ოდნავ ადრე, 6 საათსა და 30 წუთზე, მეზობელ მუნიციპალიტეტიდან დასახმარებლად მისულმა წყალმაშველთა ორმა ჯგუფმა, სანაპირო პერსონალთან ერთად, გათოშილი მამაკაცი და ძაღლი ისე გამოიყვანა, რომ ისინი მდინარის ცივ წყლით აღარ დასველებულან.

მოგვიანებით, მაშველებმა ძაღლი მის კანონიერ პატრონს დაუბრუნეს.

მომზადებულია nordest24.it მიხედვით.

თარგმნა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად