იტალიაში ინფიცირებულთა რაოდენობა 1492-ით, ხოლო გარდაცვლილთა კი 133-ით გაიზარდა

ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი ansa აქვეყნებს

სამოქალაქო თავდაცვის ნაციონალური სამსახურის კომისარ ანჟელო ბორელიზე დაყრდნობით პორტალ ansa-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა განვლილი 24 საათის განმავლობაში რეკორდულად, 1492-ით გაიზარდა და ამჟამად იტალიაში 7375 ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაა დადასტურებული.

მკვეთრად, 133-ით, 233 კაციდან 366 კაცამდე გაიზარდა გარდაცვლილთა რაოდენობა.

მთელ მსოფლიოში ამ დროისთვის ინფიცირების 109648 შემთხვევაა დადასტურებული. სრულად განკურნებულთა რაოდენობა არის 60957 კაცი. მკურნალობას განაგრძობს 44890 კაცი, მათ შორის, 6125 მძიმე მდგომარეობაშია.

ყველაზე მეტი ინფიცირებია შემთხვევები დადასტურებულია:

ჩინეთში – 80703
იტალიაში – 7375
სამხრეთ კორეაში – 7313
ირანში – 6566
საფრანგეთში – 1028
გერმანიაში – 1016

სულ დაფიქსირებულია ახალი კორონავირუსით გარდაცვალების 3802 შემთხვევა:

ჩინეთი – 3098
იტალია – 366
ირანი – 194
კორეა – 50
აშშ – 19
საფრანგეთი – 19
ესპანეთი – 17
იაპონია – 7
საკრუიზო გემი “ბრილიანტის პრონცესა” – 7
ერაყი – 6
ავსტრალია – 3
ნიდერლანდები – 3
ჰონგკონგი – 3
დიდი ბრიტანეთი – 2
შვეიცარია – 2
არგენტინა – 1
ეგვიპტე – 1
ტაივანი – 1
ტაილანდი – 1
სან მარინო – 1
ფილიპინები – 1

მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად