იტალიაში ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 3599-მდე შემცირდა

ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი worldometers-ი ავრცელებს

პორტალის ინფორმაციით, განვლილ 24 საათში იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების  3599  შემთხვევა დაფიქსირდა, წინა 24 საათთან შედარებით 717-ით ნაკლები

ინფიცირების შემთხვევების ამაზე მცირე რაოდენობა იტალიაში ბოლოს 17 მარტს დაფიქსირდა

სულ, დღემდე, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 132547 შემთხვევაა დაფიქსირებული

განვლილ 24 საათში იტალიაში კორონავორუსით 636 კაცი გარდაიცვალა, წინა 24 საათთან შედარებით 111 კაცით მეტი

სულ, დღემდე, იტალიაში, კორონავირუსით 16523 კაცი გარდაიცვალაკორონავირუსისგან განკურნებულთა რაოდენობა 1022-ით,  21815-დან 22837-მდე ანუ 17,23%-მდე გაიზარდა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად