იტალიაში ინფიცირების შემთხვევები 2313-ით, ხოლო კორონავირუსით გარდაცვალების 193-ით გაიზარდა

ინფორმაციას ამის შესახებ პორტალი worldometers აქვეყნებს

განვლილი 24 საათის განმავლობაი იტალიაში ინფიცირების 2313 ახალი შემთხვევა დადასტურდა და სულ ინფიცირებულთა რაოდენობამ მიაღწია 12462-ს.
 
განვლილ 24 საათში მკვეთრად, 196-ით გაიზარდა გარდაცვალებულთა რაოდენობა და ამ დროისთვის იტალიაში კორონავირუსით 827 კაცია გარდაცვლილი
 

ამ დროისთვის მსოფლიო 121 ქვეყნის თუ ამა თუ იმ ქვეყნის კუთვნილ, არა უშუალოდ მიმდებარე ტერიტორიაზე და გემზე დაფიქსირებულია ახალი კორონავირუსით ინფიცირების 124660 შემთხვევა, სრულად განკურნებულია 67050 კაცი. კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 4585 კაცს შეადგენს

ახლახან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად შეაფასა

მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად