იტალიაში ინფიცირების და გარდაცვალების შემთხვევებმა მცირედით დაიკლო, გარდაცვალება – 683, ინფიცირება – 5210
ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი ansa ავრცელებს
პორტალის მიერ სამოქალაქო თავდაცვის ნაციონალური სამსახურის კომისარ ანჟელო ბორელიზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად განვლილ 24 საათში იტალიაში ინფიცირების 5210 (39-ით ნაკლები 24 საათთან შედარებით) ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და დადასტურებული ინფიცირების შემთხვევებმა 74386-ს მიაღწია.
განვლილი 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 683, გუშინდელზე 60-ით ნაკლები გარდაიცვალა. კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა გახდა 7503 კაცი.