იტალიაში ინფიცირების და გარდაცვალების შემთხვევებმა ისევ მოიმატა, გარდაიცვალა – 743 და დაინფიცირდა – 5249

ამის შესახებ პორტალი ANSA აცხადებს

პორტალის მიერ სამოქალაქო თავდაცვის ნაციონალური სამსახურის კომისარ ანჟელო ბორელიზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად განვლილ 24 საათში იტალიაში ინფიცირების 5249 (460-ით მეტი წინა 24 საათთან შედარებით) ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და დადასტურებული ინფიცირების შემთხვევებმა 69176-ს მიაღწია.

განვლილი 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 743 კაცი, გუშინდელზე 142-ით მეტი გარდაიცვალა. კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა გახდა 6820 კაცი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად