იტალიაში ინფიცირების და გარდაცვალების შემთხვევები მეორე დღეა, რაც იკლებს

ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი ANSA აქვეყნებს

პორტალის მიერ სამოქალაქო თავდაცვის ნაციონალური სამსახურის კომისარ ანჟელო ბორელიზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად განვლილ 24 საათში იტალიაში ინფიცირების 4789 (771-ით ნაკლები წინა 24 საათთან შედარებით) ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და დადასტურებული ინფიცირების შემთხვევებმა 63927-ს მიაღწია.

განვლილი 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 601 კაცი, გუშინდელზე 50-ით ნაკლები გარდაიცვალა. კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა გახდა 6077 კაცი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად