იტალიაში, განვლილ 24 საათში, კორონავირუსით 98 კაცი გარდაიცვალა და 516 დაინფიცირდა

პორტალი repubblica განვლილი 24 საათის კორონავირუსთან დაკავშირებულ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს

განვლილ 24 საათში იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 516 შემთხვევა დაფიქსირდა, წინა დღესთან შედარებით 77-ით ნაკლები.

სულ, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, იტალიაში ოფიციალურად დადასტურდა ინფიცირების 232 248 შემთხვევა.

განვლილ 24 საათში იტალიაში კორონავირუსით 98 კაცი გარდაიცვალა, 11-ით მეტი, ვიდრე წინა დღეს.

სულ, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, იტალიაში კორონავირუსით გარდაიცვალა 33 229 კაცი.

ჰოსპიტალიზირებულთა რაოდენობა 7 094 (იყო 7 379), ხოლო ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფი პაციენტების რაოდენობა 475-მდეა (იყო 489) შემცირებული.

განკურნებულთა რაოდენობა გაიზარდა152 844-მდე, რაც ინფიცირებულთა მთლიანი რაოდენობის 65,96%-ია

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად