იტალიაში, განვლილ 24 საათში, კორონავირუსით 78 კაცი გარდაიცვალა და 397 დაინფიცირდა

პორტალი repubblica განვლილი 24 საათის კორონავირუსთან დაკავშირებულ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს

განვლილ 24 საათში იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 397 შემთხვევა დაფიქსირდა, წინა დღესთან შედარებით 97-ით მეტი.

სულ, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, იტალიაში ოფიციალურად დადასტურდა ინფიცირების 230 555 შემთხვევა.

განვლილ 24 საათში იტალიაში კორონავირუსით 78 კაცი გარდაიცვალა, 14-ით ნაკლები, ვიდრე წინა დღეს.სულ, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, იტალიაში კორონავირუსით გარდაიცვალა 32 955 კაცი.

ჰოსპიტალიზირებულთა რაოდენობა 7917 (იყო 8185), ხოლო ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფი პაციენტების რაოდენობა 521-მდეა (იყო 541) შემცირებული.

განკურნებულთა რაოდენობა გაიზარდა144 658-მდე, რაც ინფიცირებულთა მთლიანი რაოდენობის 62,74%-ია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად