იტალიაში, განვლილ 24 საათში, კორონავირუსით 75 კაცი გარდაიცვალა და 355 დაინფიცირდა

პორტალი repubblica განვლილი 24 საათის კორონავირუსთან დაკავშირებულ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს

განვლილ 24 საათში იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 355 შემთხვევა დაფიქსირდა, წინა დღესთან შედარებით 61-ით ნაკლები.

სულ, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, იტალიაში ოფიციალურად დადასტურდა ინფიცირების 233 019 შემთხვევა.

განვლილ 24 საათში იტალიაში კორონავირუსით 75 კაცი გარდაიცვალა, 36-ით ნაკლები, ვიდრე წინა დღეს.

სულ, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, იტალიაში კორონავირუსით გარდაიცვალა 33 415 კაცი.

ჰოსპიტალიზირებულთა რაოდენობა 6 387 (გუშინ – 6 680), ხოლო ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფი პაციენტების რაოდენობა 435-მდეა (გუშინ – 450) შემცირებული.

განკურნებულთა რაოდენობა გაიზარდა157 507-მდე, რაც ინფიცირებულთა მთლიანი რაოდენობის 67,59%-ია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად