იტალიაში, განვლილ 24 საათში, კორონავირუსით 72 კცი გარდაიცვალა და 270 დაინფიცირდა

პორტალი repubblica განვლილი 24 საათის კორონავირუსთან დაკავშირებულ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს

განვლილ 24 საათში იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 270 შემთხვევა დაფიქსირდა, წინა დღესთან შედარებით 248-ით ნაკლები.

სულ, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, იტალიაში ოფიციალურად დადასტურდა ინფიცირების 234 801 შემთხვევა.

განვლილ 24 საათში იტალიაში კორონავირუსით 72 კაცი გარდაიცვალა, 13-ით ნაკლები, ვიდრე წინა დღეს.

სულ, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, იტალიაში კორონავირუსით გარდაიცვალა 33 846 კაცი.

ჰოსპიტალიზირებულთა რაოდენობა 5 102 (გუშინ – 5 301), ხოლო ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფი პაციენტების რაოდენობა 293-მდეა (გუშინ – 316) შემცირებული.

განკურნებულთა რაოდენობა გაიზარდა 165 078-მდე, რაც ინფიცირებულთა მთლიანი რაოდენობის 70,31%-ია

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად