იტალიაში, განვლილ 24 საათში, კორონავირუსით 71 კაცი გარდაიცვალა და 321 დაინფიცირდა

პორტალი repubblica განვლილი 24 საათის კორონავირუსთან დაკავშირებულ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს

განვლილ 24 საათში იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 321 შემთხვევა დაფიქსირდა, წინა დღესთან შედარებით 3-ით მეტი.
 
სულ, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, იტალიაში ოფიციალურად დადასტურდა ინფიცირების 233 836 შემთხვევა.
 
განვლილ 24 საათში იტალიაში კორონავირუსით 71კაცი გარდაიცვალა, 16-ით მეტი, ვიდრე წინა დღეს.
 
სულ, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, იტალიაში კორონავირუსით გარდაიცვალა 33 601 კაცი.
 
ჰოსპიტალიზირებულთა რაოდენობა 5 742 (გუშინ – 5 916), ხოლო ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფი პაციენტების რაოდენობა 353-მდეა (გუშინ – 408) შემცირებული.
 
განკურნებულთა რაოდენობა გაიზარდა160 938-მდე, რაც ინფიცირებულთა მთლიანი რაოდენობის 68,83%-ია.
 
შეგახსენებთ, დღეიდან, იტალიაში შეზღუდვების შემსუბუქების მორიგი ეტაპი დაიწყო და იტალიამ ევროკავშირის 26 ქვეყნის, აგრეთვე დიდი ბრიტანეთის, შვეიცარიის და ნორვეგიისთვის გახსნა საზღვრები.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად