იტალიაში, განვლილ 24 საათში, კორონავირუსით 70 კაცი გარდაიცვალა და 593 დაინფიცირდა

პორტალი repubblica განვლილი 24 საათის კორონავირუსთან დაკავშირებულ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს

განვლილ 24 საათში იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 593შემთხვევა დაფიქსირდა, წინა დღესთან შედარებით 9-ით მეტი.

სულ, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, იტალიაში ოფიციალურად დადასტურდა ინფიცირების 231732 შემთხვევა.

განვლილ 24 საათში იტალიაში კორონავირუსით 70 კაცი გარდაიცვალა, 47-ით ნაკლები, ვიდრე წინა დღეს.

სულ, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, იტალიაში კორონავირუსით გარდაიცვალა 33142 კაცი.

ჰოსპიტალიზირებულთა რაოდენობა 7379 (იყო 7729), ხოლო ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფი პაციენტების რაოდენობა 489-მდეა (იყო 505) შემცირებული.

განკურნებულთა რაოდენობა გაიზარდა150 604-მდე, რაც ინფიცირებულთა მთლიანი რაოდენობის 64,99%-ია

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად