იტალიაში, განვლილ 24 საათში, კორონავირუსით 161 კაცი გარდაიცვალა და 665 დაინფიცირდა

პორტალი repubblica განვლილი 24 საათის კორონავირუსთან დაკავშირებულ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს

განვლილ 24 საათში იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 642 შემთხვევა დაფიქსირდა, წინა დღესთან შედარებით 23–ით ნაკლები.

სულ, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, იტალიაში ოფიციალურად დადასტურდა ინფიცირების 228 006 შემთხვევა.

განვლილ 24 საათში იტალიაში კორონავირუსით 156 კაცი გარდაიცვალა, 5-ით ნაკლები, ვიდრე წინა დღეს.

სულ, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, იტალიაში კორონავირუსით გარდაიცვალა 32486 კაცი.

ჰოსპიტალიზირებულთა რაოდენობა გუშინდელთან შედარებით 355-ით შემცირდა, 9624-დან 9269-მდე ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფი პაციენტების რაოდენობა შემცირებულია 36-ით, 676-დან 640-მდე.

განკურნებულთა ოდენობა 2 278-ით გაიზარდა, 132 282-დან 134 560-მდე, რაც ინფიცირებულთა მთლიანი რაოდენობის 59,02%-ია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად