პორტალი repubblica განვლილი 24 საათის კორონავირუსთან დაკავშირებულ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს
განვლილ 24 საათში იტალიაში კორონავირუსით 153 კაცი გარდაიცვალა, 89-ით ნაკლები, ვიდრე წინა დღეს.
კორონავირუსით გარდაცვალების უფრო ნაკლები შემთხვევაიტალიაში ბოლოს 9 მარტს იყო.
სულ, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, იტალიაში კორონავირუსით გარდაიცვალა 31763 კაცი.
ჰოსპიტალიზირებულთა რაოდენობა გუშინდელთან შედარებით 392-ით შემცირდა, 10792-დან 10400-მდე. ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფი პაციენტების რაოდენობა შემცირებულია 33-ით, 808-დან 775-მდე.
განკურნებულთა ოდენობა 2605-ით გაიზარდა, 120205-დან 122810-მდე, რაც ინფიცირებულთა მთლიანი რაოდენობის 54,64%-ია.
18 მაისიდან იტალიაში მაღაზიათა დიდი ნაწილის და ბარების და რესტორნების გახსნაა ნავარაუდევი