იტალიაში, განვლილ 24 საათში, კორონავირუსით 145 კაცი გარდაიცვალა და 675 დაინფიცირდა

პორტალი repubblica განვლილი 24 საათის კორონავირუსთან დაკავშირებულ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს

განვლილ 24 საათში იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 675 შემთხვევა დაფიქსირდა, წინა დღესთან შედარებით 200–ით ნაკლები.
 
ინფიცირებულთა უფრო ნაკლები რაოდენობა იტალიაში ბოლოს 4 მარტს იყო დაფიქსირებული.
 
სულ, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, იტალიაში ოფიციალურად დადასტურდა ინფიცირების 225435 შემთხვევა.
 
განვლილ 24 საათში იტალიაში კორონავირუსით 145 კაცი გარდაიცვალა, 8-ით ნაკლები, ვიდრე წინა დღეს.
 
კორონავირუსით გარდაცვალების უფრო ნაკლები შემთხვევაიტალიაში ბოლოს 9 მარტს იყო.
 
სულ, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, იტალიაში კორონავირუსით გარდაიცვალა 31908 კაცი.
 
ჰოსპიტალიზირებულთა რაოდენობა გუშინდელთან შედარებით 89-ით შემცირდა, 10400-დან 10311-მდე ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფი პაციენტების რაოდენობა შემცირებულია 13-ით, 775-დან 762-მდემდე.
 
განკურნებულთა ოდენობა 2366-ით გაიზარდა, 122810-დან 125176-მდე, რაც ინფიცირებულთა მთლიანი რაოდენობის 55,53%-ია.

18 მაისიდან იტალიაში მაღაზიათა დიდი ნაწილი და ბარები და რესტორნები იწყებენ მუშაობას

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად