იტალიაში, განვლილ 24 საათში, კორონავირუსით 130 კაცი გარდაიცვალა და 652 დაინფიცირდა

პორტალი repubblica განვლილი 24 საათის კორონავირუსთან დაკავშირებულ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს

განვლილ 24 საათში იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 652 შემთხვევა დაფიქსირდა, წინა დღესთან შედარებით 10–ით მეტი.

სულ, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, იტალიაში ოფიციალურად დადასტურდა ინფიცირების 228 658 შემთხვევა.

განვლილ 24 საათში იტალიაში კორონავირუსით 130 კაცი გარდაიცვალა, 26-ით ნაკლები, ვიდრე წინა დღეს.

სულ, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, იტალიაში კორონავირუსით გარდაიცვალა 32616 კაცი.

ჰოსპიტალიზირებულთა რაოდენობა 8957-მდე (იყო 9269), ხოლო ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფი პაციენტების რაოდენობა 595-მდეა (იყო 640) შემცირებული.

განკურნებულთა რაოდენობა გაიზარდა136720-მდე, რაც ინფიცირებულთა მთლიანი რაოდენობის 59,79%-ია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად