იტალიაში, განვლილ 24 საათში, კორონავირუსით 117კაცი გარდაიცვალა და 584 დაინფიცირდა

პორტალი repubblica განვლილი 24 საათის კორონავირუსთან დაკავშირებულ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს

განვლილ 24 საათში იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 584 შემთხვევა დაფიქსირდა, წინა დღესთან შედარებით 187-ით მეტი.

სულ, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, იტალიაში ოფიციალურად დადასტურდა ინფიცირების 231139 შემთხვევა.

განვლილ 24 საათში იტალიაში კორონავირუსით 117 კაცი გარდაიცვალა, 39-ით მეტი, ვიდრე წინა დღეს.

სულ, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, იტალიაში კორონავირუსით გარდაიცვალა 33 072 კაცი.

ჰოსპიტალიზირებულთა რაოდენობა 7729 (იყო 7917), ხოლო ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფი პაციენტების რაოდენობა 505-მდეა (იყო 521) შემცირებული.

განკურნებულთა რაოდენობა გაიზარდა147 101-მდე, რაც ინფიცირებულთა მთლიანი რაოდენობის 63,64%-ია

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად