იტალიაში, განვლილ 24 საათში, კორონავირუსით 111 კაცი გარდაიცვალა და 416 დაინფიცირდა (ვიდეო)

პორტალი repubblica განვლილი 24 საათის კორონავირუსთან დაკავშირებულ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს

განვლილ 24 საათში იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 416 შემთხვევა დაფიქსირდა, წინა დღესთან შედარებით 100-ით ნაკლები.

სულ, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, იტალიაში ოფიციალურად დადასტურდა ინფიცირების 232 664 შემთხვევა.

განვლილ 24 საათში იტალიაში კორონავირუსით 111 კაცი გარდაიცვალა, 13-ით მეტი, ვიდრე წინა დღეს.

სულ, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, იტალიაში კორონავირუსით გარდაიცვალა 33 340 კაცი.

ჰოსპიტალიზირებულთა რაოდენობა 6 680 (გუშინ – 7 094), ხოლო ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფი პაციენტების რაოდენობა 450-მდეა (გუშინ – 475) შემცირებული.

განკურნებულთა რაოდენობა გაიზარდა155 633-მდე, რაც ინფიცირებულთა მთლიანი რაოდენობის 66,89%-ია.

იტალიაში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი ჯერ კიდევ მოქმედებს, თუმცა მოსახლეობაში საკმაოდ არიან ისეთები, რომლებმაც სწრაფად დაივიწყეს გადატანილი მძიმე დღეები და დღეს იტალიელ კარაბინერთა თადარიგის გენერლის, ანტონიო პაპალარდოს მიერ 2019 წლის დასაწყისში დაარსებული “ფორთოხლიფერი ჟილეტების მოძრაობა”-ს ორგანიზებულ დემონსტრაციებში მიიღეს დღეს მონაწილეობა და უსაფრთხოების წესების მოთხოვნებს არ დაემორჩილნენ.

იტალიის ბევრ ქალაქში, მილანიდან პალერმომდე, დღეს გამართული დემონსტრაციების მონაწილეები ტრადიციულ მოთხოვნებთან (იტალიური ლირას დაბრუნება და ისეთი მთავრობის ფორმირება, როგორისთვისაც მისცა ხმა ამომრჩეველმა) ერთად კორონავირუსის პანდემიის გამო შემოღებულ საგანგებო მდგომარეობას აპროტესტებდნენ.

“არა ნიღბებს”, “ვაქცინები საშიშია”, “შევწყვიტოთ დიქტატურა ჯანმრთელობაზე” – ასეთი ლოზუნგები ჰქონდათ დღევანდელი დემონსტრაციის მონაწილეებს. მათი აზრით, კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობის შემოღება მხოლოდ პოლიტიკური ხრიკია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად