იტალიაში, განვლილ 24 საათში, 802 კაცი დაინფიცირდა და 165 გარდაიცვალა, ნაკლები შემთხვევები ბოლოს 6 და 9 მარტს იყო

პორტალი repubblica განვლილი 24 საათის კორონავირუსთან დაკავშირებულ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს

განვლილ 24 საათში იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 802 შემთხვევა დაფიქსირდა, წინა დღესთან შედარებით 281-ით ნაკლები.

დღის განმავლობაში ინფიცირებულთა უფრო მცირე რაოდენობა იტალიაში ბოლოს 6 მარტს დაფიქსირდა

სულ, კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე, იტალიაში ოფიციალურად დადასტურდა ინფიცირების 219070 შემთხვევა.

განვლილ 24 საათში იტალიაში კორონავირუსით 165 კაცი გარდაიცვალა, 29-ით ნაკლები, ვიდრე წინა დღეს.

დღის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვლილთა უფრო მცირე რაოდენობა  იტალიაში ბოლოს 9 მარტს დაფიქსირდა.

სულ, კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე, იტალიაში კორონავირუსი გარდაცვლილია 30 560 კაცი.

ჰოსპიტალიზირებულთა რაოდენობა გუშინდელთან შედარებით 216-ით შემცირდა, 13 834-დან 13618-მდემდე. ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფი პაციენტების ოდენობა შემცირებულია 7-ით,  1 034-დან 1027-მდე

განკურნებულთა რაოდენობა 2155-ით გაიზარდა, 103 031-დან 105186-მდე, რაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 48,01%-ია.იტალიაში, ბოლო ხუთი დღის განმავლობაში, კორონავირუსისგან სრულად განიკურნა 19 955 კაცი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად