იტალიაში დღის განმავლობაში კორონავირუსისგან განკურნებულთა რაოდენობა რეკორდულად, 2943-მდე გაიზარდა

repubblica კორონავირუსის შესახებ განვლილი 24 საათის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს

repubblica-ს ინფორმაციით, განვლილ 24 საათში იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 3 370 შემთხვევა დაფიქსირდა, წინა 24 საათთან შედარებით 641-ით მეტი.

სულ, დღემდე, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 187327 შემთხვევაა დაფიქსირებული.

განვლილ 24 საათში იტალიაში კორონავორუსით 437 კაცი გარდაიცვალა, წინა 24 საათთან შედარებით 97-ით ნაკლები.

სულ, დღემდე, იტალიაში, კორონავირუსით 25 085კაცი გარდაიცვალა.

დღეისათვის, იტალიაში რეანიმაციაში იმყოფება 2 384 კაცი, 87-ით ნაკლები, ვიდრე წინა დღეს.

განკურნებულთა რაოდენობა გუშინდელთან შედარებით გაიზარდა 220-ით, 2 723-დან 2943-მდე, რაც კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ამ დროისთვის იტალიაში კორონავირუსისგან სრულად განკურნებულია 54 543 კაცი, დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 29,12%

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად