იტალიაში ჩატარებულ რეფერენდუმზე მოსახლეობამ პარლამენტის წევრთა მესამედით შემცირებას დაუჭირა მხარი

იტალიის მოქალაქეებმა ქვეყანაში ჩატარებულ რეფერენდუმზე მხარი დაუჭირეს პარლამენტის წევრთა მესამედზე მეტი წილით შემცირებას. ინფორმაციას ავრცელებს BBC.

აღნიშნულია, რომ დეპუტატების რაოდენობის შეცვლის მომხრე იყო ხალხის თითქმის 70%.

ახლა ქვედა პალატაში დეპუტატების რაოდენობა 630-დან 400-მდე შემცირდება, ხოლო სენატის დეპუტატების რაოდენობა 315-დან 200-მდე.

ამრიგად, დეპუტატებისა და სენატორების საერთო რაოდენობა 945-დან 600-მდე ჩამოვა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად