იტალიაში, ბოლო ოთხი დღის განმავლობაში, კორონავირუსისგან 17 800 კაცი განიკურნა

პორტალი repubblica განვლილი 24 საათის კორონავირუსთან დაკავშირებულ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს

განვლილ 24 საათში იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 1 083 შემთხვევა დაფიქსირდა, წინა დღესთან შედარებით 244-ით ნაკლები.

სულ, კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე, იტალიაში ოფიციალურად დადასტურდა ინფიცირების 218268 შემთხვევა.

განვლილ 24 საათში იტალიაში კორონავირუსით 194 კაცი გარდაიცვალა, 49-ით ნაკლები, ვიდრე წინა დღეს.

სულ, კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე, იტალიაში კორონავირუსი გარდაცვლილია 30 395 კაცი.

ჰოსპიტალიზირებულთა რაოდენობა გუშინდელთან შედარებით 802-ით შემცირდა, 14636-დან 13 834-მდე. ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფი პაციენტების ოდენობა შემცირებულია 134-ით, 1 168-დან 1 034-მდე

განკურნებულთა რაოდენობა 4 008-ით გაიზარდა, 99 023-დან 103 031-მდე, რაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 47,20%-ია.იტალიაში, ბოლო ოთხი დღის განმავლობაში, კორონავირუსისგან სრულად განიკურნა 17 800 კაცი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად