იტალიაში აღმოაჩინეს COVID19-ის ახალი მუტაცია, რომელიც არსებული ვაქცინებისადმი რეზისტენტულია

კორონავირუსის ახალი მუტაცია – ნიგერიული შტამი – აღმოაჩინეს იტალიის ჩრდილოეთით, ბრეშიაში. როგორც სააგენტო ANSA აღნიშნავს, იტალიის ვირუსოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი და მიკრობიოლოგიური ლაბორატორიის დირექტორი, არნალდო კარუზო, რომელმაც მისი აღმოჩენა დააანონსა, მიიჩნევს, რომ არსებული ვაქცინები შეიძლება არაეფექტური იყოს ამ შტამის წინააღმდეგ,

“პირველად იტალიაში, ჩვენ გამოვყავით შტამი (ნიგერიული), რომელიც აღინიშნება მუტაციებით, რომელთა მიმართ ამჟამინდელი ვაქცინები შეიძლება არაეფექტური იყოს” , – თქვა მან.

ამავე დროს, დეტალები შტამის მახასიათებლების შესახებ არ არის მოცემული.

გასული წლის გაზაფხულზე პანდემიით საკმარისად დაზარალებულ ბრეშის რეგიონში ინფექციების რაოდენობა კვლავ იზრდება, რაც საკარანტინო ზომების გამკაცრებას განაპირობებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...