იტალიაში, 3 დღეში, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 79-მდე გაიზარდა

23 თებერვალს, იტალიამ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 79 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო ახალი კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 2 ადამიანია გარდაცვლილი.

კიდევ 33 ადამიანი, ახალი კორონავირუსის სიმპტომებით საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. 18 მათგანი რეანიმაციაშია, ხოლო 11 საშინაო კარანტინზეა.

იტალიაში, ახალი კორონავირუსის შედეგად პირველი მსხვერპლი 21 თებერვალს დაფიქსირდა. იგი 78 წლის იტალიის მოქალაქე იყო. მომდევნო მსხვერპლი კი 75 წლის აგრეთვე იტალიის მოქალაქე.

2019-nCoV ტიპის ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 76 936 ადამიანი შეადგინა. ვირუსის შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა კი 2 461-მდე გაიზარდა.

დაღუპულთაგან თითქმის ყველა, 2 442 ადამიანი ჩინეთის ტერიტორიაზე გარდაიცვალა, ხოლო რაც შეეხება დანარჩენ 19-ს – ორი მათგანი ჰონგ-კონგში დაიღუპა, ორი – ირანში, ერთი – ფილიპინებზე, ერთი – იაპონიაში, ერთი – ტაივანში, ერთი – საფრანგეთში, ორი – საკრუიზო ლაინერ Diamond Princess-ზე, ორი – იტალიაში, ოთხი – სამხრეთ კორეაში, ხუთი – ირანში,

საერთო ჯამში ახალი კორონავირუსისგან 23 196 პაციენტი განიკურნა და საავადმყოფოდანაც გაწერეს.

ახალი ტიპის კორონავირუსმა, 2019 წლის დეკემბერში, ჩინეთის ქალაქ უხანში იფეთქა. უხანი კი პროვინცია ხუბეის ეკუთვნის. შემდეგ ვირუსის შემთხვევები აგრეთვე დაფიქსირდა ჩინეთის ყველა რეგიონში, იაპონიაში, სინგაპურში, ტაილანდში, აშშ-ში, კანადაში, საფრანგეთში, რუსეთში და კიდევ სხვა ქვეყნებში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად