იტალიას ახალი პრეზიდენტი ჰყავს

იტალიის მე-12 პრეზიდენტი 73 წლის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე სერჟიო მატარელა გახდა. ამის შესახებ Agence France-Presse-ი იუწყება.

სახელმწიფოს მეთაური პარლამენტის ორივე პალატამ აირჩია. არჩევნებში ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში ქვეყნის 20 რეგიონის წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას.

ახალმა პრეზიდენტმა აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობა გასული წლის 80-იან წლებში ქრისტიან დემოკრატიულ პარტიაში დაიწყო. 1980 წელს მაფიამ მისი ძმა პიერსანტი მატარელა მოკლა, რომელიც მაშინ სიცილიის გუბერნატორი იყო. სწორედ ამ მკვლელობის მერე გადაწყვიტა ჯორჯომ პოლიტიკოსობა და სმართლის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ ქრისტიან დემოკრატებტან ერთდად აქტიურად ჩაერთო პოლიტიკურ საქმიანობაში.

1983 წელს მატარელა პარლამენტის წევრად აირჩიეს. 1987-ში მთავრობაში მოვიდა ქრისტიან-დემოკრატებთან ერთად. 1989 წელს პრემიერის ჯულია ანდრეოტის კაბინეტში განათლების მინისტრის პოსტი დაიკავა.

მატარელა იტალიის საარჩევნო კანონმდებლობის მთავარი ავტორი გახდა და ამ კანონს მის საპატივცემულოდ "მატარელუმსაც" უწოდებდნენ. სწორედ მისი კანონის საფუძველზე ჩატარებული არჩევნების შემდეგ 1994 წელს ხელისუფლებაში სილვიო ბერლუსკონი და მისი პარტია მოვიდა.

მატარელამ 90-იან წლებში მოახერხა სუფთა რეპუტაციით გამოსულიყო გახმაურებული კორუფციული საქმიდან, რომელმაც მთავრობა გადაიყოლა. 

90-იანების შუა წლებიდან პოლიტიკოსი, როგორც ქრისტიან-დემოკრატების მემარცხენე ფრთის წარმომადგენელი, რომანო პროდის უჭერდა მხარს. 2001 წელს ის მეორედ გახდა პარლამენტის წევრი და ამ ჯერზე მემარცხენე ცენტრისტებს წარმოადგენდა.

2011 წლიდან ჯორჯო მატარელა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეა. 

ექსპრეზიდენტი ჯორჯო ნაპოლიტანო 14 იანვარს საკუთარი სურვილით გადადგა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...