იტალიამ საქართველოს და კიდევ 13 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრები გახსნა

covid19-ის ეპიდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ევროკავშირის არაწევრ 14 სახელმწიფოს შეუმსუბუქდება. მათ შორისაა საქართველო, ტაილანდი, ტუნისი, ალჟირი, ავსტრალია, კანადა, იაპონია, მონტენეგრო, მაროკო, ახალი ზელანდია, რუანდა, სერბეთი, სამხრეთ კორეა, და ურუგვაი.

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე იტალიამ ფრთხილი გზა აირჩია.

”სიტუაცია გლობალურ დონეზე ძალიან რთულია. ჩვენ უნდა ავარიდოთ იტალიელთა მსხვერპლი ბოლო თვეების განმავლობაში” ამის შესახებ მინისტრმა სფერანცამ 2020 წლის 30 ივნისის ბრძანების ხელმოწერის შემდეგ განაცხადა. რომლის თანახმად, იტალია ირჩევს წინდახედულების ხაზს და მხარს უჭერს თვითზოლაციას და არა შენგენის ქვეყნების ყველა მოქალაქეზე ჯანმრთელობაზე ზედამხედველობას.

ეს ღონისძიება ჩვენს ქვეყანაში ასევე ვრცელდება ევროკავშირის მიერ გამოვლენილი 14 ქვეყნის მოქალაქეებისთვის “მწვანე ჩამონათვალში”, ვისთვისაც შესაძლებელია თავისუფალი გადაადგილება 1 ივლისიდან”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად