იტალიამ ქვეყანაში შესვლასთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები დააწესა

იტალიაში საქართველოს საელჩო ქვეყანაში შესვლასთან დაკავშირებით დაწესებული ახალი რეგულაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს

🇬🇪 განახლებული ინფორმაცია იტალიის ტერიტორიაზე შესვლასთან დაკავშირებით.
გაცნობებთ, რომ 2021 წლის 16 აპრილს გამოქვეყნდა იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს ახალი განკარგულება იტალიის ტერიტორიაზე შესვლისა და იტალიიდან გამგზავრების თაობაზე, რომლის თანახმად:
– პირები, რომლებიც იტალიის ტერიტორიაზე შედიან მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის 2021 წლის 2 მარტის დეკრეტის n.20 დანართის “C“, “D“ და “E“ ჩამონათვალში მითითებული ქვეყნებიდან (მათ შორის, საქართველოდან), ექვემდებარებიან იტალიის ტერიტორიაზე შესვლამდე 48 საათის განმავლობაში ჩატარებულ PCR ან ანტიგენით სავალდებულო ტესტირებას. ტესტის პასუხი თვითმფრინავში ჩასხდომის მომენტში უნდა წარედგინოს გადამზიდავს ან შესაბამისი კონტროლის განხორციელებაზე უფლებამოსილ პირებს;
– პირები, რომლებიც იტალიის ტერიტორიაზე შედიან n.20 დანართის “D“ და “E“ ჩამონათვალში მითითებული ქვეყნებიდან (მათ შორის, საქართველოდან), ექვემდებარებიან 10 დღიან სავალდებულო კარანტინს და კარანტინის პერიოდის დასრულების შემდეგ PCR ან ანტიგენით ტესტირებას.
– პირები, რომლებიც იტალიის ტერიტორიაზე შედიან n.20 დანართის “B”, “C”, “D“ და “E“ ჩამონათვალში მითითებული ქვეყნებიდან (მათ შორის, საქართველოდან), ვალდებულნი არიან შეავსონ ელექტრონული ფორმულარი ადგილსამყოფელის თაობაზე იმ შესაბამისი ცირკულარით დადგენილი წესების საფუძველზე, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვისა და დაავადებათა პრევენციის გენერალური დესპარტამენტი გამოსცემს. მხოლოდ და მხოლოდ ტექნოლოგიური დაბრკოლებების შემთხვევაში გამოიყენება მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის 2021 წლის 2 მარტის დეკრეტის 50-ე მუხლის 1 პუნქტით გათვალისწინებული დეკლარაცია.
უცვლელი რჩება მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის 2021 წლის 2 მარტის დეკრეტით განსაზღვრული სხვა წესები. იტალიის ტერიტორიაზე შესვლასა და იტალიიდან გამგზავრების წესებთან დაკავშირებული ზოგადი ინფორმაცია (მათ შორის, ზემოაღნიშნული ფორმულარი) იხილეთ ბმულზე: https://www.esteri.it/…/focus-cittadini-italiani-in…“, = ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...