A1 ბანერი

იტალიამ ნატო-ს მოუწოდა, ქვეყნის თავდაცვის ბიუჯეტის გათვლის პრინციპი შეცვალოს

იტალიის ხელისუფლებამ, რომელიც სოციალური ხარჯების გაზრდას გეგმავს, ნატო-ს მოუწოდა, ქვეყნის თავდაცვის ბიუჯეტის გათვლის პრინციპი შეცვალოს,-ამის შესახებ იტალიის თავდაცვის მინისტრმა ელიზაბეტ ტრენტმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ნატო-ს წესები უნდა შეიცვალოს. ალიანსის წევრმა ქვეყნებმა თავიანთი მთლიანი შიდა პროდუქტის 2% თავდაცვისთვის უნდა დახარჯონ, მაგრამ ტრენტის თქმით, ეს ხარჯები სამოქალაქო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად არასამხედრო ზომების ხარჯვას უნდა გულისხმობდეს.

საუბარია კიბერ ხარჯებზე და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაცვაზე, რომელიც,  ტრენტის თანახმად, ახლა ტრადიციული თავდაცვითი ხარჯების საზღვრებს ზღუდავს და უნდა გადაიხედოს.

„ჩვენი ხარჯების ნაწილი თავდაცვას უკავშირდება, მაგრამ თავდაცვის ბიუჯეტში არ შედის… “, – განაცხადა მინისტრმა.

2018 წელს იტალიაში თავდაცვის ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის 1.15% -ს შეადგენდა, იტალია ნატო-ს წევრ ქვეყნებს შორის მეშვიდე ადგილზეა ხარჯების პროპორციულობის თვალსაზრისით.

გასული წლის ნოემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნატოს 9 წევრმა ქვეყანამ თავდაცვითი ხარჯები 2% -მდე გაზარდა. თებერვალში გერმანიაში აშშ-ს ელჩმა რიჩარდ გრენელმა ბერლინს მოუწოდა, 2024 წლისთვის თავდაცვის ხარჯები მშპ-ს 2% -მდე გაზარდოს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...