იტალიამ მეორე ადგილზე გადაინაცვლა – 24 საათში ინფიცირების 2313 და გარდაცვალების 196 შემთხვევა

კორონავირუსით ინფიცირების და მისგან გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობის მხრივ იტალია ჩინეთის შემდეგ მსოფლიოში მეორეა

ყოველდღიურად გამოქვეყნებული კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების და გარდაცვალების რაოდენობების ერთმანეთთან შედარებისთვის “აიპრესი” გთავაზობთ პორტალ worldometers-ზე გამოქვეყნებულ კორონავირუსით ინფიცირების და გარდაცვალების შემთხვევების ყოველდღიური მონაცემების ამსახველ ინფოგრაფიკებს უფრო მარტივად აღქმის მიზნით განხორციელებული რამდენიმე დამატებითურთ.

შეგახსენებთ, რომ დღეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად შეაფასა.

ამ დროისთვის მსოფლიო 121 ქვეყნის თუ ამა თუ იმ ქვეყნის კუთვნილ, მაგრამ არა უშუალოდ მიმდებარე ტერიტორიაზე და გემზე დაფიქსირებულია ახალი კორონავირუსით ინფიცირების 125620 შემთხვევა, სრულად განკურნებულია 67051 კაცი. კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 4605 კაცს შეადგენს

მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად