იტალია მხარს უჭერს საბერძნეთს თურქეთთან დავაში, თუმცა მას ანკარასთან ღია დიალოგისაკენ მოუწოდებს

იტალია მხარს უჭერს საბერძნეთსა და კვიპროსს თურქეთთან დავაში ხმელთაშუა ზღვის ზონებთან დაკავშირებით, მაგრამ ამასთანავე მომხრეა ანკარასთან კონსტრუქციული დიალოგისა. ეს განცხადება ოთხშაბათს გააკეთა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ, აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკლ პომპეოსთან პრესკონფერენციის დროს.

“ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ საბერძნეთს და კვიპროსს, მაგრამ თურქეთი შეუცვლელი პარტნიორია რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ნატოს მოკავშირე. ჩვენ მხარს ვუჭერთ თურქეთთან კონსტრუქციულ მუშაობას და შეერთებული შტატების როლი შეიძლება იყოს ფუნდამენტური ანკარასთან გამჭვირვალე და ღია დიალოგის ჩამოყალიბებაში”,- განაცხადა მან.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად