იტალია ხალისით და სიცოცხლით სავსე ცხოვრების გემოს იხსენებს და პლაჟებს უბრუნდება

პორტალი repubblica განვლილი 24 საათის კორონავირუსთან დაკავშირებულ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს

პორტალი repubblica განვლილი 24 საათის კორონავირუსთან დაკავშირებულ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.

განვლილ 24 საათში იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 669 შემთხვევა დაფიქსირდა, წინა დღესთან შედარებით 17–ით მეტი.

სულ, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, იტალიაში ოფიციალურად დადასტურდა ინფიცირების 229 327 შემთხვევა.

განვლილ 24 საათში იტალიაში კორონავირუსით 119 კაცი გარდაიცვალა, 11-ით ნაკლები, ვიდრე წინა დღეს.

სულ, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, იტალიაში კორონავირუსით გარდაიცვალა 32735 კაცი.

ჰოსპიტალიზირებულთა რაოდენობა 8695-მდე (იყო 8957), ხოლო ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფი პაციენტების რაოდენობა 572-მდეა (იყო 595) შემცირებული.

განკურნებულთა რაოდენობა გაიზარდა138840-მდე, რაც ინფიცირებულთა მთლიანი რაოდენობის 60,54%-ია.

იტალია ცდილობს დაივიწყოს კორონავირუსით მიყენებული მძიმე ტკივილები და ხალისით და სიცოცხლით სავსე ცხოვრებას დაუბრუნდეს. ფოტოებზე პალერმოს მონდელოს პლაჟის დღევანდელი დღის განწყოობაა ასახული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად