იტალია აცხადებს, რომ ქვეყანაში კოვიდით გარდაცვლილთა 99% სრულად ვაქცინირებული არ იყო

იტალიაში განაცხადეს, რომ თებერვლიდან ქვეყანაში COVID-19–ით გარდაცვლილთა 99 პროცენტი სრულად ვაქცინირებული არ იყო. მონაცემებს, სააგენტო Reuters-ის ცნობით, იტალიის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, 1 თებერვლიდან 21 ივნისამდე პერიოდში იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა წილი საერთო რიცხვის (35 776 ადამიანი) 1,2%-ს შეადგენდა.

ამასთან, გარდაცვლილთა უმეტესობას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები ჰქონდათ.

გარდაცვლილ ვაქცინირებულ პირთა ანკეტების შესწავლისას მედიკოსებმა აღმოაჩინეს, რომ ძირითადი დაავადებების საშუალო რაოდენობამ მათ შემთხვევაში 5,0 შეადგინა მაშინ, როდესაც COVID-ით გარდაცვლილ არავაქცინირებულ პაციენტებში ეს მაჩვენებელი 3,7 იყო.

ცნობისთვის, იტალიაში 5 აგვისტოდან სტადიონებზე, მუზეუმებში, თეატრები, კინოთეატრებში, საგამოფენო ცენტრებსა და სპორტდარბაზებში შესვლა მხოლოდ “მწვანე საშვით” იქნება შესაძლებელი.

კომენტარები
იტვირთება...