ისტორიკოსმა ლაშა ოთხმეზურმა ჟან ლოპეზთან ერთად შატობრიანის პრესტიჟული პრემია მიიღო

ინფორმაციას ამის შესახებ საფრანგეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი გოჩა ჯავახიშვილი ავრცელებს.

“აი, კიდევ ერთი გასახარი ამბავი, ქართველმა ისტორიკოსმა, მკვლევარმა, დიპლომატმა და კარგმა ადამიანმა ლაშა ოთხმეზურმა თანაავტორ ჟან ლოპეზთან ერთად შატობრიანის პრესტიჟული პრემია მიიღო წიგნისთვის „ბარბაროსა“, რომელიც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გერმანია-სსრკ-ს ომის ოფიციალური გერმანული კოდური სახელწოდების ოპერაციას ეხება. წიგნი ჯერ არ წამიკითხავს, მაგრამ ჩემი აზრით ლაშას წინა წიგნი „ჟუკოვი. კაცი, რომელმაც ჰიტლერი დაამარცხა“-ც იმსახურებდა პრემიას.
შატობრიანის პრემია 1987 წლიდან გადაეცემა წლის საუკეთესო კვლევის, ისტორიული კვლევის ან ისტორიული ლიტერატურული ნაწარმოების ავტორს. პრემიის ლაურეატებს ჯერ შატობრიანის სახლში ოფიციალურად გამოაცხადებენ, ხოლო შემდეგ საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის აი, ამ სასწაულებმომსწრედანანახ დარბაზში გადასცემენ.
Le Prix Chateaubriand a été décerné, mercredi 11 décembre, pour sa 33e édition, à Jean Lopez et Lasha Otkhmezuri pour leur ouvrage Barbarossa, 1941 La guerre absolue, aux éditions Passés composés.👏👏🙏❣️

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად