ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური პოლიტიკაში მოდის

ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური პოლიტიკაში მოდის. ის პოლიტიკურ აქტიურობას სოციალ-დემოკრატებთან ერთად აპირებს, რომელსაც პარლამენტში დღეს შეხვდა. პოლიტიკური გეგმების შესახებ კომენტარი მან “ტვ პირველთან” გააკეთა.

“გია ჟორჟოლიანი ჩემი დიდი ხნის მეგობარია. წესიერი კაცია, საკმაოდ აზრიანია და კარგი პროგრამა აქვს. ყველანაირად შევეცდები, რომ მხარი დავუჭირო. მაგის გამო ვიყავი გიასთან პარლამენნტში. მე მინდა ისეთი ძალა შეიქმნას პარლამენტში, რომელიც მოახერხებს და “ნაციონალურ მოძრაობას” თავის “ევროპულ საქართველოანად” ჩააჩოჩებს. იქიდან ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი. მე მგონი ჟორჟოლიანის პარტია შეძლებს, რომ ამაში მიიღოს მონაწილეობა”, – განაცხადა გიორგი ოთხმეზურმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად