ისტორიაში პირველად, ევროკავშირი კიბერ შეტევების წინააღმდეგ სანქციებს აწესებს

დღეს ევროპის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაწესდეს შემზღუდავი ზომები ექვსი პირისა და სამი ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ან მონაწილეობდნენ სხვადასხვა კიბერ შეტევებში. მათ შორისაა კიბერ შეტევების მცდელობა OPCW-ის (ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია), WannaCry-ის, NotPetya-ს, და Operation Cloud Hopper-ის წინააღმდეგ.

დაწესებული სანქციები მოიცავს მოგზაურობის აკრძალვას და აქტივების გაყინვას. ამასთან, ევროკავშირის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ეკრძალებათ ჩამოთვლილი ორგანიზაციებისთვის სახსრების უზრუნველყოფა.

სანქციები არის ევროკავშირის კიბერ დიპლომატიის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც ევროკავშირის ან მისი წევრი ქვეყნების წინააღმდეგ მიმართული მავნე კიბერ მოქმედებების პრევენციის, აღკვეთისა და რეაგირებისთვის არის შექმნილი, და ევროკავშირმა პირველად გამოიყენა ეს ინსტრუმენტი. კიბერ შეტევების წინააღმდეგ მიზნობრივი შემზღუდველი ზომების სამართლებრივი ჩარჩო მიიღეს 2019 წლის მაისში და ახლახანს განაახლეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად