“იუვენტუსმა” იტალიის სუპერთასი მეცხრედ მოიგო. მატჩი ისტორიული გამოდგა, კრისტიანო რონალდომ ისტორია დაწერა და ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. რონალდოს 760 გატანილი გოლი დაუგროვდა.
ეს მოხდა იტალიის სუპერთასის მატჩში, როდესაც ტურინულმა კლუბმა “ნაპოლი” დაამარცხა ანგარიშით 2:0. მატჩი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ანდრეა პირლომ მწვრთნელის რანგში პირველი ტიტული მოიგო. რონალდოს გარდა ტურინელთა მხრიდან თავი ალვარო მორატამაც გამოიჩინა.