ისრაელში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ტარდება

ისრაელში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაიწყო, საარჩევნო უბნები უკვე გაიხსნა. ინფორმაციას ონლაინ გამოცემა “ედიოტ-აჰრონოტი” ავრცელებს.

22-ე მოწვევის ქნესეთის არჩევნები ქვეყანაში დღეს, 17 სექტემბერს ტარდება. დილით ყველა საარჩევნო უბანი გაიხსნა, ისინი 22:00 საათამდე იმუშავებენ.

საავადმყოფოებში, ციხეებში და პატარა ქალაქებში, სადაც 350 მოსახლეზე ნაკლებია, საარჩევნო უბნები დილის 08:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიკეტება.

საერთო ჯამში, არჩევნების დღეს მთელ ქვეყანაში 10,885 საარჩევნო უბანი მუშაობს. პირველი ეგზიტპოლის შედეგები  ყველა საარჩევნო უბნის დახურვის შემდეგ გამოქვეყნდება.

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც ქვეყნის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მთავრობის ჩამოყალიბება ვერ შეძლო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად