ისრაელში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი რამლეს სადეპორტო ცენტრში საქართველოს მოქალაქეებს ხვდება

ისრაელში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი რამლეს სადეპორტო ცენტრში საქართველოს მოქალაქეებს ხვდება. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცლებს.

ისრაელში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი იმყოფება რამლეს სადეპორტო ცენტრში და ხვდება იქ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა დეპორტაცია იგეგმება საქართველოში. მათ შორის არიან გუშინ დაკავებული პირები.

საქართველოს 29 მოქალაქიდან 12-სათვის ისრაელის საიმიგრაციო სამსახურმა უკვე შეიძიენა ბილეთები. დანარჩენისათვის ბილეთების შეძენა მოხდება ეტაპობრივად.

გაირკვა საქართველოს მოქალაქეთა სადეპორტო ცენტრში გადაყვანის მიზეზები: ქვეყანაში ყოფნის დარღვეული ვადები, ყალბი დოკუმენტების გამოყენება, ისრაელში უკანონოდ შესვლის ფაქტები.

სადეპორტაციო ცენტრში საქართველოს მოქალაქეებს მისცემენ სპეციალურ სატელეფონო ბარათებს, რომ შეძლონ ოჯახის წევრებთან დაკავშირება.- ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...