ისრაელში, მომავალი კვირიდან, Pfizer-ის ვაქცინის მესამე დოზით 60 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს აცრიან

ისრაელში მომავალი კვირიდან კორონავირუსი საწინააღმდეგო, Pfizer-ის ვაქცინის მესამე დოზით 60 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს აცრიან. ინფორმაციას The Times of Israel ავრცელებს.

შესაბამისი განკარგულება ჯანდაცვის მინისტრმა გამოსცა.

გამოცემა წერს, რომ მანამდე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა კონსულტაციები გამართა, რომელზეც განიხილებოდა ექსპერტების რეკომენდაციები ასაკოვანი პირების ვაქცინის მესამე დოზით აცრის შესახებ.

გადაწყვეტილება კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლის ზრდის ფონზე მიიღეს.

29 ივლისის მონაცემებით, ისრაელში ბოლო დღე-ღამეში კორონავიუსით ინფიცირების 1448 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე COVID-19-ით 869 063 ადამიანი დაინფიცირდა. კამში 6466 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები
იტვირთება...