ისრაელში, მესამე დოზით აცრილთა რიცხოვნობამ 3 მილიონს გადააჭარბა

ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი მიესალმა მნიშვნელოვანი ეტაპის გადალახვას და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მესამედ აიცრა.

„მადლობა იმ სამ მილიონ ყოჩაღ და პასუხისმგებლობის მქონე ისრაელელს, რომელიც წავიდა და აიცრა! თქვენი წყალობით ჩვენ უფრო უსაფრთხო და ჯანმრთელები ვართ და თქვენი წყალობით ქვეყანა ღია რჩება დღესასწაულებზეც და შემდგომაც”, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, ახლა უკვე 4 მილიონი ისრაელელის მესამედ აცრაა მიზანი.

ისრაელის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს განცხადებით, 1 აგვისტოდან დღემდე რევაქცინაცია 3 020 716 ისრაელელმა გაიარა.

კომენტარები
იტვირთება...