ისრაელში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა 10 ათასს გადააჭარბა

ამის შესახებ ინფორმაციას, ისრაელის ჯანმრთელობის სამინისტროზე დაყრდნობით, ynetnews ავრცელებს

ისრაელის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 10095 გახდა.

კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 93-მდე გაიზარდა.

ისრაელის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მონაცემებით, ინფიცირებულთაგან 164-ის მდგომარეობა მძიმეა. მათგან 125 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.

კორონავირუსით ინფიცირებულთაგან სრულად განკურნებულია 1061 კაცი.

ისრაელი კორონავირუსით ინფიცირებულთა სიმრავლით გამოირჩევა. ის ინფიცირებულთა აბსოლუტური რაოდენობის მხრივ მსოფლიოში მე-19 ქვეყანაა, ხოლო ერთ მილიონ მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობით, იმ ქვეყნებს შორის, რომლის მოსახლეობაც მილიონზე მეტია, კიდევ უფრო ცუდ მდგომარეობაშია – ყოველ მილიონ მცხოვრებზე 1166 ინფიცირებულით მსოფლიოში მე-12 ადგილზეა.

აპრილის პირველი რიცხვებიდან გუშინდელ დღემდე, ისრაელში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების კლება შეიმჩნეოდა. ynetnews-ის ცნობით, ისრაელის ოფიციალური პირები, ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, თვის ბოლოსთვის, დაწესებული შეზღუდვების ნაწილობრივი გაუქმების შესახებ გამოთქვამენ ვარაუდს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად