ისრაელში კორონავირუსის გამო, 9 დეკემბრიდან კომენდანტის საათი დაწესდება

ისრაელის სამთავრობო კომისიამ, ქვეყანაში 9 დეკემბრიდან 2 იანვრამდე ღამის კომენდანტის საათის დაწესების შესახებ მისცა ხმა.

ისრაელის მთავრობა განიხილავს და დაამტკიცებს 8 დეკემბერს კომენდანტის საათის დაწყების და დასრულების დროსა. ამის შემდეგ, კნესეტის (ქვეყნის პარლამენტის) მიერ განსახილველად უნდა წარდგეს ახალი შემაკავებელი ზომა. მისი დამტკიცების შემთხვევაში, ებრაულ სახელმწიფოში იმოქმედებს ღამის კომენდანტის საათის რეჟიმი ებრაული დღესასწაულის ჰანუკას დროს, რვა დღის განმავლობაში, დაწყებული 10 დეკემბრიდან და ახალი წლის მთელი პერიოდის მანძილზე.

ექიმებმა ისრაელში ბოლო 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 1,230 ახალი შემთხვევა გამოავლინეს, ქვეყანაში დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 345,201 შეადგინა. ისრაელში, რომლის მოსახლეობაც 9 მილიონი ადამიანია, ამჟამად 12,776 ინფიცირებული მკურნალობს, 331 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, 112 ადამიანს სჭირდება ხელოვნური ვენტილაცია. პანდემიის დასაწყისიდან ისრაელში გარდაიცვალა 2 917 პაციენტი.

1 ნოემბერს ისრაელმა დაიწყო კარანტინის შემსუბუქების მეორე ეტაპი, რომელიც შემოიღეს 18 სექტემბერს და ერთი კვირის შემდეგ ისევ გამკაცრდა. დეკემბრის დასაწყისიდან, ინფიცირებული პირების რაოდენობამ კვლავ გადააჭარბა 1 000-ს. პირველი საკარანტინო პერიოდი 2020 წელს ისრაელში მოქმედებდა მარტიდან მაისამდე, მაგრამ ქვეყანაში შეზღუდვების უმეტესობის მოხსნის შემდეგ კორონავირუსული ინფექციის შემთხვევების ზრდა განახლდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად