ისრაელში კარანტინი 5 თებერვლამდე გახანგრძლივდა

ისრაელმა ხმას მისცა 5 თებერვლამდე სრული კარანტინის გახანგრძლივებას, რომელიც 8 იანვარს დაწესდა. ამის შესახებ სახელმწიფოს ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა.

“ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მოიწვია მთავრობა დღეს,რომლის დროსაც მთავრობამ დაამტკიცა არსებული სრული კარანტინის გაგრძელება დეტალური წესების შესაბამისად, დამატებით ხუთი დღის განმავლობაში, 5 თებერვლამდე”, – ნათქვამია ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ არხზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში.

აღინიშნა, რომ მთავრობა კვლავ შეიკრიბება 3 თებერვალს პანდემიასთან დაკავშირებული შემდგომი ქმედებების განსახილველად.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...