ისრაელში კარანტინი 18 ოქტომბრამდე გახანგრძლივდა

ისრაელის სამთავრობო კომისიამ კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად გადაწყვიტა ქვეყანაში კარანტინის გახანგრძლივება მინიმუმ, 18 ოქტომბრამდე.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მეორედ, კორონავირუსის სამთავრობო კომისია შეიკრიბება 15 ოქტომბერს, რათა შემდეგი კვირიდან განიხილონ საკარანტინო პირობების ეტაპობრივი შემსუბუქების შესაძლებლობა. “მომდევნო ორი დღე გადამწყვეტია. თუ რაოდენობა (ინფექციის მაჩვენებელი) გაიზარდა, ხუთშაბათს ჩვენ მოგვიწევს გადავხედოთ გადაწყვეტილებას რიგი შეზღუდვების მოხსნის შესახებ”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

18 სექტემბრიდან ისრაელში ძალაშია უკვე მეორე კარანტინი, რომელიც 25 სექტემბრის შემდეგ გამკაცრდა. თავდაპირველად, იგი დაწესდა 10 ოქტომბრამდე, შემდეგ გაგრძელდა 14 ოქტომბრამდე. კარანტინის დროს მოქალაქეებს ეკრძალებათ საცხოვრებელი ადგილიდან ერთი კილომეტრის მანძილზე გადაადგილება დასაბუთებული მიზეზის გარეშე. აკრძალულია დახურულ სივრცეში 10-ზე მეტი ადამიანის, ხოლო ღია სივრცეში 20-ზე მეტი მოქალაქის შეკრება, მხოლოდ სასურსათო მაღაზიები და აფთიაქები მუშაობენ, აგრეთვე საწარმოები, სადაც შეუძლებელია წარმოების ციკლის შეწყვეტა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად