ისრაელში, გასული 24 საათის განმავლობაში COVID19-ით ინფიცირების 6 667 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში ისრაელში ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 6,667-ით გაიზარდა და 200 041-ს მიაღწია.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასული 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში გარდაიცვალა 31 პაციენტი, სიკვდილიანობის საერთო მაჩვენებელმა კი 1,316-ს მიაღწია.

18 სექტემბერს ისრაელში მეორე საკარანტინო პერიოდი დაიწყო, რომელიც გაგრძელდება, სულ მცირე, ოქტომბრის მეორე ნახევრამდე. პირველი საკარანტინო პერიოდი ისრაელში მოქმედებდა მარტიდან-მაისამდე. შეზღუდვების უმეტესობის მოხსნის შემდეგ, ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციით დაავადებულთა რაოდენობა გაიზარდა. 6 ივნისს დაფიქსირდა ინფიცირების 160 შემთხვევა, 2 ივლისს – დაახლოებით 1000, 5 აგვისტოს – 2 ათასზე მეტი, 17 სექტემბერს კი – თითქმის 6 ათასი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად